2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა რეგისტრაცია შესაძლებელია students.emis.ge ელექტრონულ პორტალზე.
2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის გარე მობილობისთვის სტუდენტთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა:
2025 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათიდან - 9 სექტემბრის 18:00 საათამდე
გარე მობილობის შედეგების ნახვა შესაძლებელი იქნება 12 სექტემბერს.
გარე მობილობის პროცედურული ვადები:
დოკუმენტაციის მიღება – 12 -15 სექტემბერი;
უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 16 - 17 სექტემბერი;
სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 18 - 19 სექტემბერი 14:00 სთ-მდე;
საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 19 სექტემბერი;
მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონულად ასახვა - 22 სექტემბერი.
საგამოცდო ვადები:
(უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/ მაგისტრანტებისათვის):
უცხო ენის გამოცდა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) – 16 სექტემბერი;
გამოცდის შედეგების გამოცხადება –17 სექტემბერი 13:00 საათამდე;
გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 18 სექტემბერი 13:00 საათამდე;
აპელაციის შედეგების გამოცხადება –19 სექტემბერი 13:00 საათამდე;
გასაუბრება სპეციალობაში - 19 სექტემბერი 14:00 სთ - დან;
წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):
ა)განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ფოტოსურათი (3X4) 2 ცალი;
ე) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;
ზ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ი) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
კ) სავარაუდო სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
ლ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ნ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
საკონტაქტო ინფორმაცია:
ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - მის.: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. №11, თსუ III კორპუსი, ოთახი N107, ტელ.: (+995 32) 2 25 04 84 (შიდა - 3220; 3223).